მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა შემოთავაზებას ელის

ინიესტა შემოთავაზებას ელის

“ბარსელონას” კაპიტანი, ანდრეს ინიესტა კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობისგან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შემოთავაზებას ელის.

Diariogol-ის ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ “ბარსელონას” მიერ შეთავაზებული ფინანსური პირობები მის მოლოდინს გაამართლებს. ფინანსურ დეტალებს ინიესტასთვის მნიშვნელობა არ ექნება იმ შემთხვევაში, თუ ახალი მთავარი მწვრთნელი 32 წლის ნახევარმცველს არ გამოიყენებს, როგორც წამყვან მოთამაშეს.

ინიესტას კარლეს პუიოლისა და ჩავი ერნანდესის ბედის გაზიარება არ სურს, რომლებმაც თავიანთი ბოლო წლები “კამპ ნოუზე”, მეორეხარისხოვანი მოთამაშეების როლში გაატარეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ინიესტას სათამაშო პრაქტიკა მიმდინარე სეზონში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სხვა ნახევარმცველებთან შედარებით საგრძნობლად მცირეა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • theodore bagwell
    schedule 10 აპრ 2017, 19:59

    Iniestas veravin ver shecvlis da milani an live ar dagvemartos

  • lado-barca
    schedule 10 აპრ 2017, 18:27

    კოუნტინიო ვერ შეცვლის დონ ანდრესს როცა დაიღლება მაშინ კი ინი საუკეთესო ნახევარმცველია მორჩა ბაზარი!!!

  • Johan Cruyff 14
    schedule 10 აპრ 2017, 17:56

    არ ათამაშებენ თორე განა არ შეუძლიააა? ? ინიმ სულ უნდა ითამაშოს

  • unsue
    schedule 10 აპრ 2017, 16:52

    ჯერ დონბალონიო ახლა დიაროგოლიო მერე ვინ იქნება ნეტა გაზეთი სარკე თუ პლეიბოი

  • Don vinton
    schedule 10 აპრ 2017, 15:59

    sagrdznoblad mcirea imitom rom travmebma gaawama ,tore roca iniesta moedanzea yvelaferi dawynarebulia, xavifoca wavida vcodi inieatati problema mogvarebuli iyo mara axla inis mere yvelafershi gverxeva

  • mettal
    schedule 10 აპრ 2017, 15:58

    http://rustavi2.ge/ka/sport/72858
    ეს ინფო ნახეთ.ვინმეს გჯერათ რო დედა რო აგინოს მსაჯს რონალდუმ ვინმე კლასიკოს გამოატოვებინებს ან დისკვალიფიკაციას მისცემს?