მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალეგრი: “ბარსელონა” დიდ გუნდებთან დაპირისპირებისთვის მზადაა”

ალეგრი: “ბარსელონა” დიდ გუნდებთან დაპირისპირებისთვის მზადაა”

“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი არ ფიქრობს, რომ ლა ლიგის 31-ე ტურში განცდილი მარცხი, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “ბარსელონაზე” უარყოფითად აისახება.

“უნდა გვჯეროდეს იმის, რომ “ბარსელონას” დამარცხება შეგვიძლია. “მალაგასთან” მატჩში კატალონიელთა ჩავარდნას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ევროპულ არენაზე “ბლაუგრანა” დიდ გუნდებთან დაპირისპირებას მიეჩვია.

აქ ყოფნას და “ბარსასთან” გასამართი მატჩის განხილვას აზრი არ აქვს. უბრალოდ უნდა ვითამაშოთ.

ამ შეხვედრაზე იმიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი მომდევნო დაპირისპირებაა, მომდევნო დაპირისპირება კი ყველაზე მნიშვნელოვანია.

რთულია ჩავარდე როცა გუნდში გყავს ლეო მესი, ნეიმარი, სუარესი და ინიესტა. ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩვენ შესაფერის მომენტში უნდა შევუტიოთ და საჭირო დროს დავიცვათ თავი.”-ამბობს ალეგრი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში