“ბარსელონას” ლეგენდამ, რონალდინიომ განაცხადა, რომ “პარი სენ-ჟერმენში” ასპარეზობისას “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა შეეძლო.
საბოლოოდ ბრაზილიელი კატალონიურ კლუბს შეუერთდა, სადაც 5 წელი გაატარა. “წითელმა ეშმაკებმა” კრიშტიანუ რონალდუ გაიფორმეს.
“მე ამ თემაზე არცკი დავფიქრებულვარ. “ბარსელონაში” სანდრო როსელთან მეგობრული ურთიერთობის გამო აღმოვჩნდი. “მანჩესტერში” გადასვლა შემეძლო.
“ბარსელონაში” ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ მიზნად ვისახავდით ახალი “ბლაუგრანას” აშენებას და “რეალის” გამოწვევას. ახალგაზრდა გუნდით ისტორიის შეცვლა გვსურდა.”-იხსენებს ბრაზილიელი.



