მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რომარიო: “მესისა და რონალდუს დიდი პატივისცემის მიუხედავად, ნეიმარი საუკეთესოა”

რომარიო: “მესისა და რონალდუს დიდი პატივისცემის მიუხედავად, ნეიმარი საუკეთესოა”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, რომარიომ განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მისი თანამემამულე ნეიმარია.

“დღეისთვის ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მიუხედავად მესისა და რონალდუს დიდი პატივისცემისა. ვფიქრობ, პორტუგალიელი ორივე ორივე მათგანს ბევრად ჩამოუვარდება.

დადგა დრო, როცა ნეიმარი “ბარსელონასა” და ეროვნულ გუნდში ნაჩვენები თამაშის გამო შეგვიძლია საუკეთესოდ მოვიხსენიოთ.ის თავდაჯერებულობით აღსავსეა. ნეიმარს შეუძლია ბრაზილიას მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმაროს.

ეროვნულ გუნდში ტიტემ ცვლილებები განახორციელა და ახლა ნაკრები ძველ ბრაზილიას ჰგავს. სწორედ ამიტომ გავიარეთ საკვალიფიკაციო ეტაპი პირველებმა.“-ამბობს რომარიო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში