მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი: “ბუფონმა დაამტკიცა, რომ ყველაფერი შესაძლებელია”

ტერ შტეგენი: “ბუფონმა დაამტკიცა, რომ ყველაფერი შესაძლებელია”

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე, მანუელ ნოიერი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა.

“ვთვლი თუ არა საკუთარ თავს მსოფლიოში საუკეთესოდ? ამ კითხვას პასუხი სხვებმა უნდა გასცენ. ბუნებრივია, რომ “ბარსელონაში” ასპარეზობის გასაგრძელებლად მაღალ დონეზე უნდა ვითამაშო.

ნოიერი? მანუელი კვლავ ნომერ პირველია და მას შეუძლია მშვიდად იყოს. ის წარსულში ძალიან კარგად ასპარეზობდა. პირველ ნომრიანი მაისური იმას არ ნიშნავს, რომ ის საუკეთესო შესაძლებლობების გამოვლენას შეწყვეტს. ვცდილობთ მასზე მცირე ზეწოლა მოვახდინოთ.”

11 აპრილს, “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” მატჩში, ტერ შტეგენი ჯანლუიჯი ბუფონს დაუპირისპირდება. გერმანელმა იტალიელის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“ბუფონი მსოფლიო ლეგენდაა. ის კვლავ შესანიშნავ თამაშს აჩვენებს. ჩვეულებრივ, ასაკიანი ფეხბურთელები ვეღარ ასპარეზობენ მაღალ დონეზე, მაგრამ ეს ჯანლუიჯის არ ეხება. მან დაამტკიცა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.”-განაცხადა ტერ შტეგენმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში