Catalan Edition იტყობინება, რომ “არსენალის” განაპირა მცველმა, ექტორ ბელერინმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონური კლუბის დატოვება გადაწყვიტა.
წყაროს თანახმად, 22 წლის ფეხბურთელი მზადაა “ბარსელონაში” დაბრუნდეს.
ტრანსფერი, შესაძლოა, არ განხორციელდეს თუ კლუბები ფინანსურ დეტალებს ვერ შეათანხმებენ.
“არსენალს” ესნაპელი განაპირა მცველის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონი ევროს მიღება სურს, “ბარსელონა” კი “მეთოფეებს” მხოლოდ 25 მილიონს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ბელერინის ტრანსფერს “ბარსელონას” ლიდერი, ლიონელ მესი მხარს უჭერს.



