არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გაბრიელ ბატისტუტამ ლიონელ მესი დაიცვა, რომელსაც თანამემამულეები გამუდმებით აკრიტიკებენ ეროვნულ გუნდში ნაჩვენები თამაშის გამო.
არგენტინელები მიიჩნევენ, რომ “ალბისელესტეს” კაპიტანი ეროვნული გუნდის მატჩებში ბოლომდე არ იხარჯება.
“ლეო უკვე მოკლეს. მას არგენტინის ნაკრებში თამაში რომ არ სურდეს, ტრავმებს გამოიგონებდა და ეროვნულ გუნდში სათამაშოდ არ ჩამოვიდოდა.”-განაცხადა ბატისტუტამ.
როგორც იცით, არბიტრის შეურაცხყოფის გამო მესი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.




ბასტიბუბააა 😀 ლეგენაა და არაფერი ეშლება იცის რა როგორააა ერთი შენ ყავდე მესის ეხლა და კარგა ხნის მოგობული გექნებოდათ მსოფლიო
😀 ისე იგუაინზე უკეთ ეხლაც ითამაშებს ეს ყოველ შემთხვევაში ცარიელ კარში მაინც შეადგენს გოლს ,:D
Abaaaa
მართალი თქვა ბატისტუტამ!!!