ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ზიკო არასამართლიანად თვლის იმას, რომ მის თანამემამულეს, “ბარსელონას” თავდამსხმელს, ნეიმარს დღემდე არ მიუღია “ოქროს ბურთი”.
“ვთვლი, რომ ნეიმარისთვის “ოქროს ბურთი” უკვე უნდა მიეცათ. მან ეს ჯილდო უკვე დაიმსახურა. ბრაზილიის ნაკრებში ის ყოველთვის უკეთესად თამაშობდა, ვიდრე მესი – არგენტინაში. ბოლოს, “ოქროს ბურთი” რონალდუმ მიიღო, “რეალში” ჩემპიონთა ლიგისა და პორტუგალიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის მოგების გამო. მაგრამ პრიზის მიღება ნეიმარსაც შეუძლია.” – განაცხადა ზიკომ.



