მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი:”ვამაყობ, რომ გვარდიოლას “ბარსელონას” ნაწილი ვიყავი”

მესი:”ვამაყობ, რომ გვარდიოლას “ბარსელონას” ნაწილი ვიყავი”

“ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლიონელ მესიმ ხოსეპ გვარდიოლას კატალონიურ კლუბში მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენა.

“მე და ჩემი პარტნიორები ვამაყობთ იმით, რომ გვარდიოლას “ბარსელონას” ნაწილი ვიყავით და ყველა ტიტული მოვიგეთ. გვარდიოლამ შესაფერისი ბალანსი და ფორმა იპოვა იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენგანს თავისი საუკეთესო შესაძლებლობა წარმოეჩინა და გამოეყენებინა.”-ამბობს მესი.

ამჟამად, პეპ გვარდიოლა “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს. ესპანელი სპეციალისტი “ბარსელონაში” დაბრუნებას გამორიცხავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში