“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა, ჰატემ ბენ არფამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რომელი ფეხბურთელები ხიბლავენ მას.
“კრიშტიანუ რონალდუ პროგნოზირებადია და არავითარ ემოციას არ მგვრის. მე მესის თამაში მომწონს. კიდევ ვის აღვნიშნავდი? რა თქმა უნდა, ინიესტას.”-განაცხადა ბენ არფამ.
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, პსჟ “კამპ ნოუზე” 1:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.



