Don Balon იტყობინება, რომ “მონაკომ” ტომა ლემარის ტრანსფერის თაობაზე კატალონიის “ბარსელონას” პირველი შემოთავაზება უარყო.
წყაროს თანახმად, 21 წლის ნახევარმცველისთვის “ბლაუგრანამ” “მონაკოს” 30 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ესპანური გრანდის ასეთი წინადადება საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერებმა დამამცირებლად ჩათვალეს.
“მონაკო” ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს მინიმუმ 60 მილიონ ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში ლემარის ანგარიშზე 12 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემაა 42 მატჩში.


