მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამპაოლი: “მესისთან ერთად მუშაობა მინდა”

სამპაოლი: “მესისთან ერთად მუშაობა მინდა”

ესპანური “სევილიას” დამრიგებელი ხორხე სამპაოლი “ბარსელონას” ჩაბარების სურვილზე მინიშნებას კიდევ ერთხელ აკეთებს. არგენტინელი სპეციალისტის თქმით, მას სურს, ლეო მესისთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაოს.

“ვოცნებობ იმაზე, რომ მესისთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავო და მის თამაშს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ვადევნო. მესისთან ასე ახლოს ყოფნა რაღაც დაუჯერებელია. ის, ამჟამად, ბრწყინვალე ფორმაშია. ვინ არ ისურვებდა მასთან ერთად ვარჯიშს?

თუ შენ ისეთ ფეხბურთელს, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს, ეხმარები იმაში, რომ ის ბედნიერი იყოს, ჩათვალე, რომ მატჩი 95%-ით მოგებულია. დღევანდელობას იმ პერიოდს ვადარებ, როდესაც მსგავს სიტუაციაში მარადონა იყო. როდესაც მესი ფორმაშია, მისი გუნდის დამარცხება ძალიან ძნელია.” – ციტირებს სამპაოლის სიტყვებს Goal.

შეგახსენებთ, რომ სამპაოლი ლუის ენრიკეს შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში