მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ისევ “ბარსელონა” და მარკინიოსი

ისევ “ბარსელონა” და მარკინიოსი

“ბარსელონას” მიერ “პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი ცენტრალურის მცველით, მარკინიოსით დაინტერესების შესახებ ინფრომაციამ კიდევ ერთხელ გაიჟღერა. ამჯერად, Sport-ში.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ელის, როდის გამოთქვამს მარკინიოსი პარიზული კლუბის დატოვების სურვილს. თუ ასე მოხდა, კატალონიელები 22 წლის ფეხბურთელის შეძენას კიდევე ერთხელ შეეცდებიან. თუმცა, “ბარსას” დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევს, რადგან სამხრეთ ამერიკელი უკანახაზელის დამატების სურვილს “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედიც” გამოთქვამენ.

მარკინიოსი პსჟ-ში 2013 წლიდან თამაშობს. ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი მას 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში