მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ახალ სავარჯიშო სტადიონს სახელი კრუიფის საპატივცემულოდ დაერქმევა

“ბარსელონას” ახალ სავარჯიშო სტადიონს სახელი კრუიფის საპატივცემულოდ დაერქმევა

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ კატალონიური კლუბის ახალ სტადიონს სავარჯიშო კომპლექსში სახელი ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის, იოჰან კრუიფის საპატივცემულოდ დაერქმევა, რომელიც ერთი წლის წინ, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“სიუტატ ესპორტივას” ახალ სტადიონს სახელი კრუიფის საპატივცემულოდ დაერქმევა. კლუბი ასევე ხელს შეუწყობს მისი სამახსოვრო ძეგლის შექმნას, რომელიც მომავალ “კამპ ნოუზე” განთავსდება. ჩვენ ასევე დავუთმობთ მას ადგილს “ბარსელონას” მუზეუმში, რათა პატივი მივაგოთ კრუიფის პიროვნებასა და ისტორიას.” – ციტირებს ბართომეუს სიტყვებს Goal.

მუზეუმში განთავსდება “ოქროს ბურთი”, რომელიც კრუიფმა 1974 წელს მოიგო და მაისური, რომლითაც ის კლუბის ღირსებას იცავდა.

გარდა ამისა, “ბარსელონა” ქალაქის საბჭოს სთხოვს, რომ კრუიფის საპატივსაცემოდ ქუჩას სახელი შეუცვალოს, სადაც კლუბის ოფისია განთავსებული, იტყობინება Mundo Deportivo.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში