მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მანჩესტერი” ალბას აკვირდება

“მანჩესტერი” ალბას აკვირდება

“ბარსელონას” განაპირა მცველი, ჟორდი ალბა “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესის სფეროში მოხვდა. Manchester Evening News იტყობინება, რომ “წითელი ეშმაკები” ესპანელს აკვირდებიან და სავარაუდოდ, მას ზაფხულში შემოთავაზებას გაუკეთებენ.

წყარო აღნიშნავს, რომ დაცვის მარცხენა ფლანგზე ჟოზე მოურინიოს ძირითადი მოთამაშე არ ჰყავს. პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში დარმიანი, როხო, ბლინდი, შოუ და იანგი გამოიყენა, მაგრამ საბოლოო არჩევანი არცერთ მათგანზე არ გაუკეთებია. მარჯვენა ფლანგზე ძირითადად, ვალენსია გამოდის.

თავის მხრივ, ალბა “ბარსელონაში” სათამაშო პრაქტიკის სიმცირით უკმაყოფილოა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში