მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ცხელი ზაფხული ამერიკაში

“ბარსელონას” ცხელი ზაფხული ამერიკაში

“ბარსელონას” გულშემატკივრებს, 2017 წლის ზაფხულში, ახალი სეზონისთვის დიდხანს ლოდინი არ მოუწევთ, რადგან კატალონიური კლუბი სერიოზულ მეტოქეებთან დაპირისპირებას უკვე ივლისში დაიწყებს. დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსა”, წინასასეზონო მზადების დროს, “იუვენტუსს”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება.

პირველი შეხვედრა 23 ივლისს, თბილისის დროით 02 საათზე, ნიუ იორკში, “იუვენტუსის” წინააღმდეგ გაიმართება.

27 ივლისს, თბილისის დროით 03 საათსა და 30 წუთზე, უკვე ვაშინგტონში, კატალონიელები “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდებიან.

30 ივლისს კი, ასევე 03 საათსა და 30 წუთზე, მაიამიში, “ელ კლასიკო” გაიმართება – “ბარსელონა” “რეალის” წინააღმდეგ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში