“ბარსელონას” თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, კლუბი დატოვოს, იტყობინება Mundo Deportivo.
ფეხბურთელი დაფიქრდა თავის მომავალსა და კატალონიურ კლუბში პერსპექტივებზე და ამ საკითხში ბევრი რამ ესპანური გრანდის სატრანსფერო პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” შეტევის ხაზის გაძლიერებას ახალი ფეხბურთელებით აპირებს. კანდიდატურები მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი და “იუვენტუსის” ფორვარდი, პაულო დიბალა არიან.
თავად ალკასერი ძირითადი შემადგნელობის ფეხბურთელი არაა და კლუბი მასზე იმედებს აღარ ამყარებს. ის “ბარსელონაში” მიმდინარე სეზონის სტარტამდე, “ვალენსიადან”, 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. პრიმერას 28 ტურის ჯამით, ალკასერმა 13 მატჩი ჩაატარა, ძირითადი შემადგენლობიდან თამაში კი 4 მათგანში დაიწყო. მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.

