მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” სეტიენის ვარიანტს განიხილავს

“ბარსელონა” სეტიენის ვარიანტს განიხილავს

Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტს ახალი პრეტენდენტი გამოუჩნდა.

ეს არის “ლას პალმასის” დამრიგებელი კიკე სეტიენი, რომელმაც განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბს ტოვებს. 58 წლის სპეციალისტმა ადრე “ბლაუგრანასადმი” სიმპათია არაერთხელ გამოხატა.

შეგახსენებთ, რომ სეტიენთან ერთად ლუის ენრიკეს პოსტის პრეტენდენტები ხუან კარლოს უნსუე და “ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე არიან.

კატალონიური კლუბის ახალი თავკაცის ვინაობას ზაფხულამდე ვერ გავიგებთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში