“ბარსელონა” აკვირდება “ბეტისის” ნახევარმცველის, ფაბიან რუისის თამაშს, რომელიც გასულ ზამთარში “ელჩეში” არენდით გადავიდა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, გასულ პარასკევს კატალონიური კლუბის სკაუტები დაესწრნენ “ჟიმნასტიკი” – “ელჩეს” თამაშს.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” უფროსები აღფრთოვანებულები არიან ფაბიანის თამაშით 20 აგვისტოს “ბარსელონას” წინააღმდეგ.
ფაბიან რუისს “ბეტისთან” კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. “ბარსელონაში” კი მას განიხილავენ “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელად და შემდეგ კარგი თამაშის შემთხვევაში, დააწინაურებენ.
ფეხბურთელი “ბეტისს” მიმდინარე სეზონის ბოლოს დაუბრუნდება და სევილიელები მას ადვილად არ შეელევიან.

