მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: “რეალის” ჩავარდნით უნდა ვისარგებლოთ”

ინიესტა: “რეალის” ჩავარდნით უნდა ვისარგებლოთ”

“ბარსელონას” კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩის შემდეგ, კომენტარი გააკეთა, სადაც მისმა გუნდმა “ვალენსია” 4:2 დაამარცხა.

“პირველი გოლი აუღებელი იყო, ხოლო მეორე – ტაიმის მიწურულს გავუშვით. მიუხედავად ამისა, შეტევა გავაგრძელეთ და ოპონენტზე მეტი გოლი გავიტანეთ.

ბედნიერები ვართ. ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება და ჩვენ “რეალის” მოსალოდნელი ჩავარდნით უნდა ვისარგებლოთ.

ყველა ფეხბურთელი საჭიროა. ანდრე გომეშმა უნდა იბრძოლოს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის. მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით, კარგი ტემპი გვეჭირა.”-ამბობს ინიესტა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში