ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩის შემდეგ, ანდრე გომეშმა საზოგადოებას ემოციები გაუზიარა. როგორც იცით, პორტუგალიელმა “ბარსელონას” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
“სამი ქულა და ჩემი პირველი გოლი განსაკუთრებული გუნდის წინააღმდეგ. ჩვენ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ.”-წერს ევროპის ჩემპიონი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
“ბარსელონამ” “ვალენსია” 4:2 დაამარცხა და “რეალთან” სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა.



