ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 29-ე ტურის მატჩში, “გრანადას” წინააღმდეგ, “ბარსელონას” გუნდის ლიდერი, ლიონელ მესი ვერ დაეხმარება.
არგენტინელმა “ვალენსიას” კარში (4:2) დუბლი გაიფორმა. შეხვედრის მიწურულს, 86-ე წუთზე ლეომ ყვითელი ბარათი მიიღო.
მესისთვის ეს მე-5 გაფრთხილებაა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში, რის გამოც არგენტინელი მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.



