ლონდონის “არსენალი” “ბარსელონას” ნახევარმცველით, რაფინია ალკანტარათი ინტერესდება, იტყობინება 90min.com.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ “მეთოფეები” მზად არიან 24 წლის ფეხბურთელისთვის ტურინის “იუვენტუსს”, დორტმუნდის “ბორუსიას”, მადრიდის “რეალსა” და დანარჩენ იმ კლუბებს, რომლებიც ბრაზილიელით ინტერესდებიან, კონკურენცია გაუწიონ.
რაფინიას სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 25 მილიონ ევროდ ფასდება.
მიმდინარე სეზონში, რაფინიამ საკლუბო დონეზე 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.



