“მანჩესტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვისი ხილვა სურს “ლესტერის” მეტოქედ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში.
“ლესტერის” სავარაუდო მეტოქეები? მინდა, რომ მათ დაუპირისპირდეს “ბარსელონა” ან “რეალი”, რადგან “მელიებს” ჯერ არ უთამაშიათ ევროპული გრანდების წინააღმდეგ.”-ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Barcastuff.
შემდეგ ეტაპზე გავიდნენ: “ატლეტიკო”, “მონაკო”, “იუვენტუსი”, “ლესტერი”, “ბარსელონა”, “ბორუსია”, “ბაიერნი” და “რეალი”.
1/4 ფინალის კენჭისყრა ხვალ, 17 მარტს, ნიონში შედგება და გაირკვევა, თუ ვინ იქნება “ბარსელონას” შემდეგი მეტოქე.



