“ბარსელონას” ნახევარმცველი, არდა თურანი ჯერ-ჯერობით გუნდის დატოვებას არ გეგმავს, იტყობინება Marca.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, თურქი ფეხბურთელი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე მოცდას აპირებს, ამის შემდეგ კი, სიტუაციიდან გამომდინარე, თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
მიმდინარე სეზონში, 30 წლის ნახევარმცველმა საკლუბო დონეზე 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და გააკეთა 7 შედეგიანი გადაცემა.


