გავიხსენოთ “ბარსელონასა” და “ვალენსიას” შორის “კამპ ნოუზე” გამართული რამდენიმე შეხვედრა.
ტიტო ვილანოვას მწვრთნელობისას “ბარსამ” “ვალენსია” ადრიანოს მოულოდნელი გოლით დაამარცხა და იმ სეზონში ლა ლიგაც მოიგო.
ტატა მარტინოს ხელმძღვანელობისას “ბარსა” 2 ბურთიანი უპირატესობით იგებდა, მაგრამ პარეხომ, პიატიმ და ალკასერმა თამაშის მსვლელობა შემოაბრუნეს და “ვალენსიას” 3 ქულა მოუტანეს.
ლუის ენრიკეს პირველ საშინაო შეხვედრაში ლუის სუარესმა “ბარსა” პირველივე წუთზე დააწინაურა, ბრავომ თერთმეტმეტრიანი მოიგერია, ხოლო მესიმ ბოლო წუთზე გამოიჩინა თავი. გუნდმა იმ სეზონში ლა ლიგა მოიგო.
იმავე სეზონში “ბარსამ” ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში “ვალენსიას” უმასპინძლა და პირველი შეხვედრა გამანადგურებელი ანგარიშით 7-0 მოიგო. მესიმ კარიერაში 34-ე ჰეთ-თრიქი მიითვალა, სუარესმა კი პოკერი შეასრულა. საბოლოოდ “ბლაუგრანამ” თასი მოიპოვა.
“ვალენსიას” ბოლო სტუმრობისას კატალონიელები ანგარიშით 1-2 დამარცხდნენ, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატი მაინც მოიგეს.



