“მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ კომენტარი გააკეთა “ბარსელონას” მოგების (6:1) შემდეგ. კატალონიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა პირველ მატჩში 0:4 წაგების მიუხედავად.
“ეს წარმოუდგენელი თამაში იყო. ერთ-ერთი ყველაზე გიჟური თამაში, რომელიც ჩემ ცხოვრებაში მინახავს. 88-ე წუთისთვის კატალონიელები ანგარიშით 3:1 იგებდნენ, მაგრამ მათ კიდევ 3 გოლი გაიტანეს და შესანიშნავად გაართვეს თავი ამოცანას. მატჩის დროს, “მილანის” ყველა ფეხბურთელი “ბარსელონას” ქომაგობდა.” – აცხადებს გალიანი Sky Sport Italia-სთან საუბარში.


