სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ ლიონელ მესი მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა. არგენტინელმა “სელტას” კარში დუბლი გაიფორმა და ახლა მის ანგარიშზე 23 გოლია ლა ლიგაში.
მიმდინარე სეზონში “ბლაუგრანამ” 122-ჯერ აიღო მეტოქის კარი. გოლთა 42% მესის მონაწილეობით გავიდა.
ამასთანავე, 29 წლის ფორვარდმა ლა ლიგის ფარგლებში ჩატარებულ 9 მატჩში შეძლო გოლის გატანა და შედეგიანი გადაცემის გაკეთება. ეს ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია.
მიმდინარე სეზონში მესიმ “ბარსას” რიგებში 37 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 38 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.




პსჟ-ს გავცდებით!!!(და მოვიგებთ ლიგას!!!)
ეხა რო კიდე ვინმეს შეტენონ ოქროს ბურთი და ამას არა :)) იმის ხარჯზე რომ ლიგას მოიგებენ :)) გავაფრენ :))
Wels baloni da the best leosia
ლეო
ლეგენდა კაცი
ლეგენდაააა