მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “სელტა” (პრევიუ)

“ბარსელონა” – “სელტა” (პრევიუ)

დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე, “ბარსელონა”, ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში, ვიგოს “სელტას” უმასპინძლებს. შეხვედრის მთავარი არბიტრი ხესუს გილი იქნება.

განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, თურანი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, უმტიტი.

ანდრე გომეშმა პარასკევს არ ივარჯიშა. პორტუგალიელი ლაზარეთში ალეიშ ვიდალსა და მატიეს შეუერთდა. განაცხადში ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით არ მოხვდა მეკარე მასიპი.

დაძაბული ბრძოლა ლა ლიგის ტიტულისთვის გრძელდება. ცოტა ხნის წინ, “რეალმა” უპრობლემოდ დაამარცხა “ეიბარი” (1:4). სამეფო კლუბი სატურნირო ცხრილში დროებით გალიდერდა. თუ, დღეს “ბარსელონამ” თავისი შეხვედრა მოიგო, მადრიდული კლუბი თავის პოზიციას დაკარგავს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ “ბლაუგრანას” დღევანდელმა ოპონენტმა მადრიდის “რეალი” სამეფო თასიდან გამოაგდო. სატურნირო ცხრილის ათეულში მყოფმა “სელტამ” ევროპა ლიგაზე “შახტარის” დამარცხება და მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებაც შეძლო. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ დღეს კატალონიელებს მარტივი შეხვედრა არ ელით.

“ბარსელონა” შიდა ჩემპიონატში წარმატებით გამოდის, მაგრამ ენრიკეს გუნდი ევროპულ არენაზე საკუთარ თავს არ ჰგავს. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრა, “პარი სენ-ჟერმენთან” ფრანგთა ტრიუმფალური გამარჯვებით (4:0) დასრულდა. ტურნირის ისტორიაში ასეთი დეფიციტი ჯერ არავის აღმოუფხვრია.

“ბარსელონას” გამარჯვებათა სერია 3 მატჩს ითვლის. ლუის ენრიკეს კოლექტივი შესანიშნავ ფორმაშია. რა თქმა უნდა, კატალონიელები დღეს მოედანზე ფავორიტის სტატუსით გამოვლენ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი წრის შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის “სელტას” გამარჯვებით დასრულდა (3:4).

“ბარსელონა” საკუთარ არენაზე თითქმის დაუმარცხებელია (1 წაგება მიმდინარე სეზონში), რის გამოც “სელტასთვის” ფრეც დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება. კატალონიელთა წაუგებელი სერია “კამპ ნოუზე” 17 მატჩს ითვლის. 

ლუის ენრიკე მატჩის წინ:

“მძიმე მატჩი გველის. ეს გუნდი აქტიურად ახდენს ზეწოლას. “სელტა” ლა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა.

პსჟ-სთან მატჩს საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდეთ. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, მიუხედავად იმისა, რომ პრიმერა და ჩემპიონთა ლიგა – განსხვავებული ტურნირებია.

“სელტა” და პსჟ ძალიან განსხვავდებიან, მათ საერთო არაფერი აქვთ. მაგრამ ჩვენ გამარჯვებისა და ტიტულების მოგებისთვის ვართ განწყობილები. წინ ბევრი თამაშია. ძნელია თითოეული მათგანის მოგება. ახლა ჩვენ სირთულეები გვაქვს, მაგრამ მათი გადალახვის იმედს ვიტოვებთ.”

სავარაუდო შემადგენლობა:

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში