“პარი სენ-ჟერმენის” თავკაცი, უნაი ემერი მიიჩნევს, რომ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილება “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩზე გავლენას არ იქონიებს.
“მოახდენს თუ არა ენრიკეს გადაწყვეტილება გავლენას განმეორებით მატჩზე? არაფერი შეიცვლება.
ვფიქრობ, “ბარსელონა” არ შეცვლის თავის კონცეფციას მხოლოდ იმის გამო, რომ ლუისმა თავისი გადაწყვეტილება გააჟღერა პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით.”-ციტირებს ემერის სიტყვებს AS.
პირველი მატჩი პსჟ-სა და “ბარსელონას” შორის ფრანგთა გამარჯვებით დასრულდა (4:0). განმეორებითი შეხვედრა 8 მარტს შედგება.

