თუ ხორხე სამპაოლი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს, სპეციალისტი კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას 3 ფეხბურთელის გაფორმებას მოთხოვს.
ჯერჯერობით, ფეხბურთელთა ვინაობა უცნობია, მაგრამ Don Balon-ის ინფორმაციით არგენტინელის მოთხოვნა მცველის, ნახევარმცველისა და ფორვარდის გაფორმება იქნება.
ჯერჯერობით, “სევილიას” სამპაოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კავშირი არ ჰქონია.


