ბრიტანეთის მთავრობა გამოეხმაურა UEFA-ს პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის სიტყვებს, რომელმაც ბრექსიტზე საუბრისას თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში (უელსი, კარდიფი) მონაწილეობის მიღებას ყველა მოთამაშე ვერ მოახერხებს.
ჩეფერინის ვარაუდით, თუ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის საბოლოო ეტაპამდე მიაღწევს, ლიონელ მესი და ნეიმარი ფინალური მატჩის გამოტოვების საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.
“ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მესი და ნეიმარი ბრექსიტის გამო დიდ ბრიტანეთს ვერ ეწვევიან – არის ნონსენსი. მმართველობას უკვე აქვს იმის უფლება, რომ ადრე ნასამართლევი პირები ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოუშვას, მიუხედავად მათი პასპორტისა.
წარსულში, მესი და ნეიმარი ჩვენს ქვეყანას ეწვივნენ. უსაფუძვლოა ვარაუდი, რომ ამ ვარსკვლავებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე შემოსვლას აუკრძალავენ.”-ციტირებს ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელს პორტალი Goal.




ხოდა არც ჩვენ შემოგიშვებთ აქანე, საქართველოში 🙂
ხუმრობენ ბრიტანულ სტილში
რას დებილობენ
დაგვცინიან 😀 რა ფინალი რის ფინალი 😀 მეოთხედში ვერ გავდივართ
ჩორტი ევო ზნაეტ. მარტო ის გავიგე რო შეუშვებენ :დდდ
ვერაფერი ვერ გავიგე ეას ბოდიალობენ.
გავცდებით პსჟ-ს !!!
ინგლისს რო პრობლემა არ ქონდეს მაინც ვერ შევლია
jer mtavaria psj gavanadgurot da mere visaubrot amaze dzmebo