მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “სპორტინგი” (პრევიუ)

“ბარსელონა” – “სპორტინგი” (პრევიუ)

დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე, “ბარსელონა”, ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში, ხიხონის “სპორტინგს” უმასპინძლებს. შეხვედრის მთავარი არბიტრი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იქნება.

განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, რობერტო, გომეში და უმტიტი.

ტრავმების გამო დღევანდელ მატჩს დააკლდებიან ალეიშ ვიდალი და ჟერემი მატიე. რაც შეეხებათ ხორდი მასიპსა და არდა თურანს, ასტურიელმა სპეციალისტმა მათი დასვენება გადაწყვიტა.

ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა დაიძაბა. მადრიდის “რეალი” “ვალენსიასთან” დამარცხდა, რამაც გამოიწვია ის, რომ “სევილიამ” და “ბარსელონამ” ტიტულის პრეტენდენტის სტატუსი დაიბრუნეს. კატალონიურ კლუბს მორიგი გამოწვევა ელის აუტსაიდერი ხიხონის “სპორტინგის” სახით, რომელიც ამჟამად გასავარდნ ზონაშია.

პირველი წრის მატჩში “ბარსელონამ” დღევანდელი მეტოქე ანგარიშით 5:0 გაანადგურა. უნდა აღინიშნოს, რომ “სპორტინგი” კატალონიელთათვის საკმაოდ მარტივი ოპონენტია. 

ბოლოს “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ხიხონელებმა ქულები 6 წლის წინ წაართვეს. “კამპ ნოუზე” მათ წინააღმდეგ “ბლაუგრანა” 1987 წლის შემდეგ არ დამარცხებულა. ბუნებრივია, სტუმრებს ლეგენდარულ სტადიონზე ქულის მოპოვების რეალური შანსი არც ახლა აქვთ. ენრიკეს კოლექტივის წაუგებელი სერია საშინაო არენაზე 16 მატჩს ითვლის.

“ბარსელონამ” 3 დღის წინ მადრიდში, სტადიონ “ვისენტე კალდერონზე” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა (2:1). ლუის ენრიკეს კოლექტივმა “ატლეტიკო” დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. “ლურჯ-ბროწეულისფრები” ამ შედეგმა ფსიქოლოგიურადაც გააძლიერა.

სტუმართა მდგომარეობა ლა ლიგაში შეიძლება ითქვას, კრიტიკულია. უკანასკნელი 2 თვის მანძილზე რუბის გუნდის აქტივში მხოლოდ 1 გამარჯვებაა, წინ კი ხიხონელებს ბარსელონაში, ვალენსიასა და სევილიაში გასვლითი მატჩები ელით. “სპორტინგი” საშინაო არენაზე ორ სასიცოცხლო მნიშვნელობის შეხვედრას ჩაატარებს “დეპორტივოსა” და “გრანადას” წინააღმდეგ – ეს იქნება ბრძოლა გადარჩენისთვის.

ამჟამად, სატურნირო ცხრილში “ბარსელონა” მე-2 ადგილს იკავებს 54 ქულით. კატალონიური კლუბი “რეალს” ჩამორჩება (55), რომელსაც 1 შეხვედრა აქვს თადარიგში. გამარჯვება აუცილებელია.

ლუის ენრიკე მატჩის წინ

“სპორტინგი” საშიში მეტოქეა. ეს კლუბი პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთი აუტსაიდერია და მათთვის ნებისმიერი ქულა ძალიან მნიშვნელოვანია.

“სპორტინგს” ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ მე გამარჯვება მსურს. ეფექტურები უნდა ვიყოთ შეტევისა და თავდაცვის დროს. სატურნირო ცხრილში ამაღლებისთვის ვიბრძვით და ქულები არ უნდა დავკარგოთ.”

ბომბარდირთა დავა

სავარაუდო შემადგენლობები:

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი, ალბა, პიკე, უმტიტი, რობერტო, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი, მესი, სუარესი, ნეიმარი.

“სპორტინგი”: კუელიარი, კანელია, ბაბენი, ამორებიეტა, ლორა, კასესი, ალვარესი, ვესგა, ბურხი, როდრიგესი, ტრაორე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში