კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელი, მუნირ ელ-ჰადადი, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს “ვალნესიას” ფეხბურთელი გახდეს, იტყობინება El Mundo Deportivo.
მოგეხსენებათ, რომ მუნირი ამჟამად იჯარის წესებით სწორედ “ვალენსიაში” თამაშობს. წყაროს ინფორმაციით, “ღამურები” ახალგაზრდა ესპანელის მომსახურებით კმაყოფილნი არიან.
“ვალენსია” გეგმავს “ბარსელონას” შემოთავზება გაუკეთოს, ისინი მზად არიან მუნირი 12 მილიონ ევროდ გამოისყიდონ.



