ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “ატლეტიკოს” ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში “ბარსელონასთან” მატჩში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა დიეგო გოდინი დააკლდება.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, გოდინს, რომელიც გუნდთან ვარჯიშს დაუბრუნდა, ექიმებისგან კატალონიურ კლუბთან მატჩში მონაწილეობის ნებართვა ჯერ არ მიუღია.
31 წლის ცენტრალურმა მცველმა ტრავმა “ბარსელონასთან” ესპანეთის თასის 1/2-ფინალის განმეორებით მატჩში (1:1) მიიღო.


