ლეო მესის ყველაზე სტაჟიანი თანაგუნდელების XI vs სტაჟიანი მეტოქეების XI

ლეო მესის ყველაზე სტაჟიანი თანაგუნდელების XI vs სტაჟიანი მეტოქეების XI

მესის “ბარსელონაში” დებიუტიდან უკვე 16 წელი გავიდა. ვინ იფიქრებდა, რომ ერთ დროს ძალიან ახალგაზრდა და მორცხვი ბიჭი, მომავალში “ბლაუგრანას” კაპიტანი გახდებოდა?

წლების მანძილზე მას ასობით სხვადასხვა ფეხბურთელის წინააღმდეგ უწევდა თამაში. თუმცა, მთელი კარიერის ლა ლიგაში გატარების გამო, ზოგიერთ ფეხბურთელთან განსაკუთრებით ბევრჯერ მოუწია დაპირისპირება.

არგენტინელის ყველაზე ხშირი მეტოქეების სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: სერხიო რამოსი (42 დაპირისპირება), დიეგო გოდინი (38 დაპირისპირება) და კარიმ ბენზემა (37 დაპირისპირება).

სრული სია კი ასეთია:

სერხიო რამოსი – 43
დიეგო გოდინი – 38
ქარიმ ბენზემა – 37
კრიშტიანუ რონალდუ – 35
მარსელო – 32
ხესუს ნავასი – 30
კოკე – 28
გაბი – 28
მარკელ სუსაეტა – 28
ჩაბი ალონსო – 27
გორკა ირაისოსი – 27

რაც შეეხება ყველაზე სტაჟიანი თანაგუნდელებით დაკომპლექტებულ გუნდს – აქ განსაკუთრებულ სიურპრიზებს ვერ ვნახავთ. ფეხბურთელთა უმეტესობა “ბარსას” ოქროს ეპოქიდან მოდის, თუმცა რამდენიმე ახალ სახესაც ვხვდებით.

512 მატჩით სერხიო ბუსკეტსი მესის ყველაზე დიდხნიანი თანაგუნდელია. ჟერარ პიკე და ანდრეს ინიესტა კი, შესაბამისად, 489 და 471 მატჩით ლიდერ სამეულში შედიან.

სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:

სერხიო ბუსკეტსი – 512
ანდრეს ინიესტა – 489
ჟერარ პიკე – 471
ხავიერ მასკერანო – 423
ჩავი – 399
ვიქტორ ვალდესი – 253
დანი ალვეsი – 349
ჟორდი ალბა – 289
პედრო – 270
ლუის სუარესი – 245

თქვენი აზრით, რა შედეგით დასრულდებოდა აღნიშნული დაპირსპირება?

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • Andres_Iniesta
    08 მაი 2020, 09:23

    ვიქტორა როა და შტეგენი რო აწწრია 🤣🤣🤣🤣🤣

  • ფლოკი
    08 მაი 2020, 01:43

    ტერ შტეგენი რაღაც ცუდ გზას დაადგა სურათზე ეტყობა:დ

  • me da barca
    08 მაი 2020, 01:07

    ტერ შტეგენმა ვალდესის სახე აიღო თუ ვალდესმა შტეგენის გვარი?

  • M10 S9 D11
    08 მაი 2020, 00:49

    ეს სასტავი მოგვცა ეხლა რაც ამ სურათზეა გადავუვლიდით ნალუბოის

  • messi and iniesta
    08 მაი 2020, 00:48

    რა თქმა უნდა ბარსელონა მოიგებდა