მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის “ბარსელონაში” ისკო უნდა

მესის “ბარსელონაში” ისკო უნდა

როგორც Don Balon ავრცელებს ინფორმაციას, “ბარსელონას” ლიდერს, ლიონელ მესის სურს, რომ კატალონიურმა კლუბმა მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ისკო შეიძინოს.

წყაროს ცნობით, “ბარსელონა” გუნდის კაპიტნის, ანდრეს ინიესტას შესაძლო შემცვლელს ეძებს. კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა, ამჟამად, ერთროულად 5 ფეხბურთელის კანდიდატურას განიხილავს. ესენი არიან: ფილიპე კოუტინიო, მარკო ვერატი, ტიაგო ალკანტარა, ბერნარდუ სილვა და ისკო. ამ ხუთეულიდან მესი თავის გუნდში სწორედ ბოლო მათგანის ხილვას ისურვებდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში