კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელ ლიდერს, ლიონელ მესის სურს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე “მანჩესტერ სიტის” დამრიგებელი, პეპ გვარდიოლა დაბრუნდეს.
როგორც გამოცემა The Sun იტყობინება, 29 წლის არგენტინელმა “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩის შემდეგ გვარდიოლას პირადად დაურეკა და კლუბში დაბრუნება სთხოვა.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ ლეო მესისთან ერთად კატალონიურ კლუბში 2008-2012 წლების განავლობაში 3 ლა ლიგა, 2 სამეფო თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 3 ესპანეთის სუპერთასი, 2 ევროპის სუპერთასი და 2 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.



