Don Balon იტყობინება, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი, მარიო გიოტცე შესაძლოა კატალონიის “ბარსელონას” შეუერთდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის მოთამაშის წარმომადგენლები “ლურჯ-ბროწეულისფრებს” დაუკავშირდნენ.
წარმომადგენლებმა “ბარსელონას” თავისი კლიენტი შესთავაზეს, რომელმაც “დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელის ნდობა ვერ მოიპოვა. როგორც იცით ესპანური გრანდი შემადგენლობის გადახალისებას აპირებს.
სავარაუდოდ, გერმანელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას “ბარსელონას” ახალი დამრიგებელი მიიღებს. როგორც იცით, ხელმძღვანელობა ლუის ენრიკეს პსჟ-სთან მარცხის შემდეგ აღარ ენდობა, ფეხბურთელებს კი ასტურიელის წასვლა სურთ.


