ტერ შტეგენი: მარიო გიოტცე ესპანეთის ჩემპიონატს მოერგებოდა

ტერ შტეგენი: მარიო გიოტცე ესპანეთის ჩემპიონატს მოერგებოდა

“ბარსელონას” გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი თანამემამულესა და “დორტმუნდის” ფეხბურთელზე, მარიო გიოტცეზე საუბრობს.

“მისი შესაძლებლობებისა და ბურთის კონტროლის გათვალისწინებით, გიოტცე ესპანეთის ჩემპიონატს ნამდვილად მოერგებოდა. მარიო ის ფეხბურთელია, რომელსაც ბურთის დაჭერა და თამაშის თავის სასიკეთოდ წაყვანა შეუძლია.

არ ვიცი, ესპანეთში თამაში მისი მიზანი არის თუ არა, რადგან როდესაც ერთად ვართ, ამაზე არ ვსაუბრობთ. მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, რომ გერმანელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და ბედნიერი იყოს. გიოტცეს ნებისმიერი გუნდის გაძლიერება შეუძლია”, – ციტირებს ტერ შტეგენის სიტყვებს Goal.

როგორც ცნობილია, მარიო გიოტცე მიმდინარე სეზონის ბოლოს დორტმუნდის “ბორუსიას” დატოვებს.

მეკარემ საკუთარ კონტრაქტზეც ისაუბრა: “ამ თემაზე მოლაპარაკებები დაწყებული გვქონდა, თუმცა კორონავირუსის პირობებში, კონტრაქტზე სასაუბარო სიტუაცია ვერ გამოვნახეთ. გადავწყვიტეთ, რომ პროცესი გადაგვედო. ზოგადად, მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ. არასდროს იცი, რა მოხდება მომავალ რამდენიმე წელში.

როდესაც “ბარსელონაში” მოვედი, მსურდა ჩემი შესაძლებლობები დამემტკიცებინა. რამის სასწავლად სხვა მეკარეებს არასდროს ვუყურებ, ჩემი გუნდისათვის პრობლემების გადაჭრის გზებს თვითონვე ვეძებ.

როგორ ფორმაშია ლიონელ მესი კარანტინის შემდეგ? ვფიქრობ, მოწინააღმდეგეებს ამის დანახვა არ გაახარებთ.

გულშემატკივრების გარეშე თამაში? ამგვარი შეხვედრა “ლას პალმასის” წინააღმდეგ გვქონდა და უცნაური გრძნობა იყო. მხარდამჭერები გვიყვარს, ისინი ფეხბურთს ალამაზებენ”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 02 ივნ 2020, 02:18
    #3

    2014 წლის მუნდიალის მერე ამას ფეხბურთი მაღალ დონეზე აღარ უთამაშია მამენტ არც მუნდიალზს ბრწყინავდა პროსტა მაინც და მაინც ფინალში აუბრიქდა ამ დედით ცენზურას

  • me da barca
    schedule 01 ივნ 2020, 23:44
    #2

    ამან დაამთავრა თამაში ფაქტიურად. ასეთი ფეხბურთელები ვედრო ლარად ყრია.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 01 ივნ 2020, 21:58
    #1

    იგუაინის,პალასიოსა და ამის დედა მიაცენზურა სერხიო რამოსმა. არ დავინახო ბარსაში მოთრეული!!!