ბარსელონა ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს – მარიო გიოტცე

ბარსელონა ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს – მარიო გიოტცე

“აინტრახტის” შემტევი ნახევარმცველი მარიო გიოტცე ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” დაპირისპირების წინ კომენტარს აკეთებს.

ჩემს ბავშვობაში “ბარსელონა” ყოველთვის მნიშვნელოვანი გუნდი იყო, რადგან ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობდა და დამამახსოვრდა. ეს ახლაც ასეა.

“ბარსა” ფანტასტიკური კლუბია. მათ ისეთი სტილი აქვთ, რომლის ყურებაც გსიამოვნებს.

“სპოტიფაი კამპ ნოუზე” ერთხელ მითამაშია, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. რთული თამაში იქნება. 100%-ით მზად უნდა ვიყოთ, ბევრი ვიმუშაოთ და სირთულეები გადავლახოთ. ამ მატჩს მოუთმენლად ველით. ეს უნიკალური შესაძლებლობა იქნება.

ფლიკს დიდი ხანია ვიცნობ. მასთან წარსულში მიმუშავია. ჩვენ ერთმანეთს ბევრი გამოცდილება გავუზიარეთ. ჰანსის დიდ პატივს ვცემ. მისი თამაშის სტილის, ძალიან შემტევი ფეხბურთის თაყვანისმცემელი ვარ. წინ დიდი გამოწვევა გვაქვს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 10 დეკ 2025, 15:17
    #5

    ამან არ ჩაუდჟვა ლეოს 2014-ის ფინალში? ლიოვმა რო ზამენაზე შემოუშვა და წააქეზა გადი და დაუმტკიცე მესის რო უკეთესი ხარო.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 10 დეკ 2025, 00:59
    #4

    იმ თამაშში ბაიერნთან ერთად 3-0 წააგე

  • Rick Sanchez
    schedule 09 დეკ 2025, 22:45
    #3

    ვიცოდი, რომ თამაშობდა, მაგრამ აინტრახტში თუ იყო, აღარ მახსოვდა.

  • me da barca
    schedule 09 დეკ 2025, 21:42
    #2

    ანუ მარტო მე არ ვყოფილვარ ვისაც ეგონა, რომ ამან კარიერა დაასრულა.

  • La Pulga10
    schedule 09 დეკ 2025, 15:44
    #1

    ეს ცოცხალი თუ იყო არც მახსოვდა