მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა კატალონიის “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები შეაფასა. როგორც იცით სამშაბათს, “ბლაუგრამა” “პარი სენ-ჟერმენთან” დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა.
“პარი სენ-ჟერმენმა” 4:0 მოიგო, მაგრამ ეს “ბარსელონასაც” შეუძლია. ჩემპიონთა ლიგაზე დაშვებულ შეცდომებს მეტოქე თავის სასარგებლოდ იყენებს, განსაკუთრებით კი ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც დი მარია და კავანი არიან.”-ამბობს რამოსი.
გუშინ, “რეალისა” და “ნაპოლის” დაპირისპირება ანგარიშით 3:1 დასრულდა მადრიდელთა სასარგებლოდ.


