მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟალე: “პასტორეს გოლმა მომდევნო ეტაპზე გასვლის იმედი მოგვცა”

ჟალე: “პასტორეს გოლმა მომდევნო ეტაპზე გასვლის იმედი მოგვცა”

“პარი სენ-ჟერმენის” ყოფილმა მცველმა, კრისტოფ ჟალემ 2013 წელს, “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართული მატჩი გაიხსენა (1:1), როცა ფრანგული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

“ჩვენი გეგმა ტოტალური პრესინგი და ბურთის საკუთარი საჯარიმოსგან მოშორება იყო. პირველ ტაიმში მეტოქეს რეალური მომენტი არ შეუქმნია და გამარჯვების იმედი ჩაგვესახა. შესვენებაზე მწვრთნელმა გვითხრა, რომ შეუძლებელი არაფერია.

როცა პასტორემ გაიტანა (პსჟ-მ უპირატესობა მოიპოვა), უზარმაზარ სტადიონზე სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა შემდეგ კი, ჩვენი გულშემატკივრების 2000-კაციანი ჯგუფი აფეთქდა. მაშინ თავი საკუთარ სახლში გვეგონა და ვიგრძენით, რომ ნაბიჯის წინ გადადგმასთან ახლოს ვიყავით. მესის შემოსვლამდე ყველაფერი კარგად იყო.

“ბარსელონა” ანერვიულდა. დავინახე, როგორ ადგა სათადარიგოთა სკამიდან მესი. ვიცოდი, რომ მას ერთი ფეხითაც შეეძლო სიტუაციის გარდატეხა. ლიონელი შესანიშნავ გადაცემას აკეთებს, ბურთს პედრო იღებს, მასთან საბრძოლველად მივდივარ, ის ურტყამს, ბურთი ჩემს ფეხებს შორის ძვრება და კარის ხაზს კვეთს.

მეგონა, რომ ფეხებში ქაღალდიც კი ვერ გამიძვრებოდა. იმედი ძალიან გამიცრუვდა! საფინალო სასტვენამდე 20 წუთი იყო დარჩენილი, ყოველი წამის შემდეგ კი ვგრძნობდით, რომ ეს დასასრული იყო. გასახდელში, მატჩის შემდეგ მკვდრებივით ვისხედით. ზოგი ტიროდა, სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი.”-ამბობს ჟალე.

დღეს, 14 თებერვალს “პარკ დე პრენსზე” “ბარსელონა” პსჟ-ს დაუპირისპირდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში