ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა მცველმა, მარკინიოსმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ, სადაც მისი გუნდი “ბარსელონას” დაუპირისპირდება, კომენტარი გააკეთა.
“შემდეგ კვირას ჩვენ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მატჩი უნდა ჩავატაროთ. “ბარსელონას” წინააღმდეგ დაპირისპირებას დეტალები გადაწყვეტს, სწორედ ამიტომ 110%-ით უნდა ვიყოთ მზად, ვერ მივცემთ თავს უფლებას შეცდომები დავუშვათ. კატალონიელების რიგში თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებსაც მოედანზე ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა “ბარსელონა” დავამარცხოთ.” – განაცხადა, მარკინიოსმა.
შეგახსენებთ, რომ გუნდების პირველი დაპირისპირება 14 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 8 მარტს.



ეს ბიჭი ბარსაში მინდა
Gasvlaze tu moviget paka mere psjs:D