“რეალისა” და “ბარსელონას” ფეხბურთელები, მიუხედავად მათი დიდი ხნის მეტოქეობისა, უძრავი ქონების ბაზარზე მოგების გამო გაერთიანდებიან, იტყობინება Cinco Dias.
ვარსკვლავი ფეხბურთელების დიდი ერთობლივი კომპანიის შექმნას, რომელთა სახელებიც არ ხმაურდება, ორი წელი დასჭირდება. ბიზნესში ჩართვისათვის თითოეულ მათგანს 500 ათასი ევროს შეტანა მოუწევს. გარდა მოქმედი ფეხბურთელებისა, საქმის მონაწილეები ასევე კლუბების ვეტერანებიც გახდებიან.
“რეალის” ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ 2016 წლის ზაფხულიდან სასტუმროს ბიზნესს ხელმძღვანელობს.



