გასულ ზაფხულში კატალონიის “ბარსელონას” “ლიონის” თავდამსხმელის, ალექსანდრ ლაკაზეტის შეძენა სურდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფრანგმა ფეხბურთელმა გაავრცელა.
ფორვარდის თქმით, მან ესპანეთში გადაბარგებაზე უარი თქვა, რადგან მიხვდა, რომ “ბარსელონაში” მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ ექნებოდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლაკაზეტი “ლიონს” მომავალ ზაფხულში დატოვებს.