“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რონალდინიომ, კატალონიური კლუბის ისტორიაში ორ უძლიერეს ტრიოს შორის პარალელი გაავლო. აგრეთვე ბრაზილიელმა ინგლისურ ფეხბურთზეც ისაუბრა.
“ორივე ტრიო “ბარსელონას” ისტორიაში შევიდა და თითოეული მათგანი შესანიშნავია. თუმცა, ჩემი სამეული (ეტო’ო, მესი, რონალდინიო), MSN-ს (მესი, სუარესი, ნეიმარი) მირჩევნია.
არ ვნანობ, რომ ინგლისში თამაში ვერ მოვახერხე, მაგრამ ეს კარგი იქნებოდა, რადგან პრემიერ ლიგა საოცარი ჩემპიონატია. თავის დროზე “ჩელსი” ჩემით იყო დაინტერესებული ისევე, როგორც სხვა გუნდები.
“ბარსელონაში” ასპარეზობის დროს, ევროპაში ჩვენი ყველაზე ღირსეული მოწინააღმდეგე “ჩელსი” იყო. ლონდონურ კლუბთან მატჩებში ყოველთვის მძიმე ბრძოლა გველოდა.”-ამბობს რონალდინიო.



