მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

კატალონიის “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, რომარიო დღეს 51 წლის გახდა.

ის ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში 1966 წლის 29 იანვარს დაიბადა.

მან კარიერა “ვასკო და გამაში” დაიწყო. ყმაწვილობის ასაკში თავდამსხმელი უცნაური ხასიათით გამოირჩეოდა. რომარიო ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრებიდან სპორტული რეჟიმის დარღვევის გამო მოკვეთეს.

რომარიო 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი გახდა, სადაც ბრაზილიელები ფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრებთან დამარცხდნენ.

1993 წელს “ბარსელონამ” ბრაზილიელი 3 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინა. კატალონიური კლუბის რიგებში რომარიომ 46 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა.

რომარიოს ერთ-ერთი სამახსოვრო შეხვედრა “ბარსელონას” რიგებში, იყო “ელ კლასიკო”, სადაც მადრიდის “რეალი” 5:0 დამარცხდა. მან “სამეფო კლუბის” კარში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.

1994 წელს “ბლაუგრანას” რიგებში თამაშისას ის FIFA-ს ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 1995 წლის იანვარში, იოჰან კრუიფთან კონფლიქტის გამო რომარიომ “ბარსელონა” დატოვა.

[media=https://www.youtube.com/watch?v=lBPycKiOBY0]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • KoCheQsa
    schedule 29 იან 2017, 17:00

    ვულოცავ