მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლა ლიგის ნახევარი სეზონი ციფრებში

ლა ლიგის ნახევარი სეზონი ციფრებში

სანამ სეზონის მეორე ნახევარი სტარტს აიღებს, ცუდი არ იქნებოდა, სეზონის პირველი ნახევარში დაფიქსირებული ციფრების ნახვა.

1. ორი ქულა პირველ ადგილამდე

“ბარსა” მოპოვებული 42 ქულით, ჩამორჩება ლიდერ “რეალ მადრიდს” ორი, ხოლო “სევილიას” 1 ქულით. მოგეხსენებათ, “რეალმა” “სევილიასთან” წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიელები უფრო მიუახლოვდნენ ლიდერს. სეზონის პირველ ნახევარში კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 5 დაასრულეს ფრედ და 2-იც წააგეს.

2. 23 გამოყენებული ფეხბურთელი

ლუის ენრიკემ მიმდინარე სეზონში, 23 ფეხბურთელი გამოიყენა. პირველი გუნდიდან, მხოლოდ მასიპს არ უთამაშია არცერთი წუთი. სათამაშო დრო მიიღეს ასევე, მუნირმა და კლაუდიო ბრავომ, რომლებმაც გუნდი დატოვეს. მთავარი მწვრთნელმა ყველაზე მეტი სათამაშო დრო მისცა მეკარე ტერ შტეგენს – 1,530 წუთი. მეორე ადგილზეა ლუის სუარესი – 1,414 ნათამაშები წუთი.

3. მესი და სუარესი – ბომბარდირები

“ბარსელონას” ამ ორმა ვარსკვლავმა, მიმდინარე სეზონში 15 გოლი გაიტანა. მათ მოჰყვება 12 ბურთით რონალდუ. მესის და სუარესის დუეტი, ევროპაში საუკეთესოა. ცნობისთვის, მესი, ყოველ თამაშში, საშუალოდ, 0.93 გოლს იტანს, სუარესი – 0.83 გოლი.

4. 11 სხვადასხვა ფეხბურთელი, რომლებმაც გოლი გაიტანეს

“ბარსელონას” გოლების უმეტესობა, შემტევ ტრიოზე – მესი, სუარესი, ნეიმარზე მოდის, მაგრამ ლა ლიგაში, მათ გარდა, “ბარსას” მაისურით, 8 ფეხბურთელმა გაიტანა. ქვემოთ იხილავთ, იმ 11 ფეხბურთელის ჩამონათვალს, რომლებმაც ლა ლიგაში გოლი ან გოლები გაიტანეს:

მესი (15), ლ. სუარესი (15), ნეიმარი (5), რაფინია (5), არდა (3), რაკიტიჩი (2), პიკე (2), ალბა (1), ვიდალი (1), მატიე (1), დენის სუარესი (1).

5. ლიდერები 51 გატანილი გოლით

“ბარსელონას” ფეხბურთელებმა, ლა ლიგაში, ყველაზე მეტი, 51 გოლი გაიტანეს. 2014/15 წლების სეზონში, ამ დროისთვის, კატალონიელებს 48, ხოლო 2015/16 წლების სეზონში – 47 გატანილი გოლი ჰქონდათ. მიმდინარე სეზონში, “ბარსელონა”, ყოველ მატჩში, საშუალოდ, 2.68 გოლს იტანს.

6. საუკეთესოები ბურთის ფლობაში

“ბარსელონას” ბურთის ფლობა, ყოველ მატჩში, საშუალოდ, 66.39 პროცენტს უდრის. ეს საუკეთესო მაჩვენებელია ლა ლიგაში. კატალონიელებს, ბურთის ფლობის პროცენტულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა “მალაგასთან” (81.11%) და “ოსასუნასთან” (80.55%).

ცნობისთვის, “ბარსელონას”, “სევილია” მოსდევს. “დალაქების” მაჩვენებელია 60.16%. მე-3 ადგილს იკავებს “ლას პალმასი”. კანარის კუნძულების მკვირდნი, “სევილიას” ცოტათი ჩამოუვარდებიან ბურთის ფლობაში, მათი მაჩვენებელი 58.72 პროცენტის ტოლია.

7. ყველაზე მეტი გაკეთებული პასი

ლუის ენრიკეს გუნდმა, მიმდინარე სეზონში 11761 პასი გააკეთა, საიდანაც 10199 პასი ზუსტი აღრმოჩნდა. ეს კი საუკეთესო მაჩვენებელია ლა ლიგაში.

“ბარსელონაში” ყველაზე მეტი პასი ხავიერ მასკერანომ გააკეთა – 1067. პასების სიზუსტეში კი სამუელ უმტიტიმ ყველას აჯობა. მისი პასების 92,05% ზუსტია.

8. “ბარსელონამ” ძელს/ხარიხას ყველაზე მეტჯერ მოარტყა

“ბარსელონას” ფეხბურთელებმა ძელს/ხარიხას 12-ჯერ მოატყეს. არცერთ სხვა გუნდს არ აქვს მსგავსი მაჩვენებელი.

რახან დარტყმაზე გესაუბრებით, აქვე გეტყვით, რომ კატალონიელებმა კარისკენ 319-ჯერ დაარტყეს, საიდანაც კარში 120 ბურთი წავიდა. “ბარსელონადან” მესი ყველაზე მეტს ურტყამს. არგენტინელმა 35-ჯერ დაარტყა. ის ამ მხრივ მეორე ადგილზეა. პირველ ადგილს კრიშტიანუ რონალდუ იკავებს.

9. ასისტების მეფეები

“ბარსელონა” და “რეალი” ასისტების რაოდენობაში ლიდერობენ. “ბლაუგრანას” ფეხბურთელებმა, 35 ასისტი გააკეთეს. ასისტებში ლიდერობენ ნეიმარი (6) და სუარესი (5).

10. “ფეარ ფლეი”

“ბარსელონა” და “რეალი” ორადორი გუნდია, რომელსაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში არცერთი წითელი ბარათი არ აქვს მიღებული. კატალონიელებს 213-ჯერ აქვთ წესები დარღვეული, ისინი ამ მხრივ, მეორე ადგილზე იმყოფებიან. “ბარსელონას” ფეხბურთელებმა, 19 თამაშში 35 ყვითელი ბარათი მიიღეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • poci
    schedule 25 იან 2017, 08:01

    pakos la ligashi ar gautania

  • maxo barsa
    schedule 25 იან 2017, 01:20

    Matieeeeee

  • KoCheQsa
    schedule 25 იან 2017, 01:06

    მატიემ სად გაიტანა ?