მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდინიომ, შესაძლოა, “ბარსელონაში” სამუშაო მიიღოს

რონალდინიომ, შესაძლოა, “ბარსელონაში” სამუშაო მიიღოს

“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი, რონალდინიო, შესაძლოა, კატალონიურ კლუბში ახალი სტატუსით დაბრუნდეს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 36 წლის ბრაზილიელი, შესაძლოა, კლუბის ელჩი გახდეს მსოფლიოში და ასევე “ბარსელონას ლეგენდების” გუნდის მოთამაშე.

გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას მიიღებენ. წყარო ასევე იტყობინება, რომ რონალდინიომ და “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ეს საკითხი ადრე განიხილეს.

ადრე რონალდინიოს ძმამ და აგენტმა, რობერტო დე ასისმა განაცხადა, რომ ცნობილი ბრაზილიელი 2017 წელს მოედანზე დაბრუნებას გეგმავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში